26 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
„საშინელება იყო, ოჯახებში შედიოდნენ ღამე, პატიმრებს ეუბნებოდნენ, უკან შებრუნდებითო" - თაკო ჩარკვიანი არჩევნებს აფასებს

„საშინელება იყო. სამომავლოდ არის საშინელება,“ - ასე შეაფასა თაკო ჩარკვიანმა გუშინ ჩატარებული შუალედური არჩევნები გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში.

პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩეველი დააშინა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციამ  კანონის ფარგლებში პროტესტი უნდა გამოხატოს და აქციები დაიწყოს. მისივე განცხადებით, საარჩევნო სისტემა რომ შეიცვალოს, მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა გაერთიანდეს.

„ოჯახებში შედიოდნენ ღამე, პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ უკან შებრუნდებით. ეს იყო სერიოზული ტერორი. ეს წარმოუდგენელი რაღაც არის... ახლა ამბობენ - სიტყვა რევოლუცია, ნუ ეშინიათ, რა შუაშია რევოლუცია, არის კანონი და სამართალი და კანონის ფარგლებში უნდა დავიწყოთ აქციები,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები