21 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
"მაღალკურსელები გვაფრთხილებდნენ, რომ მაგ ადამიანის ლექციებზე გოგოები უკან დასხედითო," - ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორზე კიდევ ერთი სტუდენტი საუბრობს

"მაღალკურსელებიც გვაფრთხილებდნენ ხშირად, რომ მაგ ადამიანის ლექციებზე გოგოები უკან დასხედით, უფრთხილდით," - ამის შესახებ ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ახალგაზრდები თანაკურსელი გოგონას მიერ გასაჯაროებულ მიმოწერას და ფოტოებს გამოეხმაურნენ, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო. 

სტუდენტების თქმით, ლექტორის მიმართ სხვა ახალგაზრდებისგანაც სმენიათ, გარკვეული გაფრთხილება, რომ მის ლექციებზე გოგონები წინა რიგებში არ უნდა დამსხდარიყვნენ.

ახალგაზრდები თანაკურსელს თანადგომას უცხადებენ, რომ მოითხოვენ, რომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა უნივერსიტეტი დატოვოს. 

„აღარ გვსურს, რომ ამ ადამიანმა ჩვენთან ჩაატაროს ლექციები და სემინარები. თუ მოვა, არც დავესწრებით, გვინდა, რომ არა მხოლოდ ჩვენს კურსს მოშორდეს, არამედ უნივერსიტეტიდანაც გაუშვან აუცილებლად. მსმენია სხვა კურსელებისგანაც. მაღალ კურსელებიც გვაფრთხილებდნენ ხშირად, რომ მაგ ადამიანის ლექციებზე გოგოები უკან დასხედით, უფრთხილდით და ა.შ.,“ - განაცხადა სტუდენტმა, თამთა სულაძემ. 

ახალგაზრდები ლექტორის მხრიდან სექსუალური შევიწროებას, ამორალურ საქციელს უწოდებენ.

„არ შევდივართ ლექციაზე იმიტომ, რომ ჩვენს კურსელს თანადგომას ვუცხადებთ. სანამ გამოძიება ზუსტ პასუხს არ დაადგენს, არც ვაპირებთ შესვლას. ფაქტის შესახებ უკვე ცნობილი და რეალურია. ვიცით, რომ მიწერა და მოსთხოვა ინტიმური ფოტოების გაგზავნა. მიმოწერა ვნახეთ, გასაჯაროებულიც არის,“ - განაცხადა კიდევ ერთმა სტუდენტმა, ია ქათამაძემ.  

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები