26 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. ჩაკეტილია აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ტერიტორია ჩიჩხიტურის კოშკთან.

ქართველი მესაზღვრეები მომლოცველებს და ტურისტებს თითქმის არცერთ პერიმეტრზე აღარ ატარებენ. რაც შეეხება გზის სამშენებლო სამუშაოებს, ვითარება უცვლელია. აზერბაიჯანელები გზის მასშტაბებს ტექნიკის დახმარებით ზრდიან.

ადგილობრივი გიდი, რომელიც წლებია დავით გარეჯში მუშაობს, ამბობს, რომ აქამდე არასდროს მომხდარა ლავრის იქით არ გაეშვათ მომლოცველები და ტურისტები.

"მესაზღვრეები უკვე ქვემოთ დგანან და ქედზეც არ გვიშვებენ. მაშინ გვახსოვს, მოვლენები რომ დაიწყო, ქედიდან ვიღებდით და იმათი მესაზღვრეების გადაღების საშუალებაც გვქონდა. ახლა ჩაკეტილია, საერთოდ იქ ვერ ახვალ და არაფრის ნახვის და გადაღების საშუალება არ არის.

ასე ფარულად, ქურდულად, გზის გაყვანა, არ იცოდა, ფაქტია... იქ საზღვართან ამხელა სამშენებლო ტექნიკა გყავს მოყვანილი, ბულდოზერები და უზარმაზარი ექსკავატორები და ამ დროს არ იცის მეზობელმა ქვეყანამ, იმათი პოზიცია გასაგებია - ბოდიში და ფეხებზე გვკიდიაა იმათი პოზიცია.  დღეს, როგორც ვიცით დაისმება ეგ საკითხი და გაირკვევა, თუ რატომ აკეთებენ გზას. მარტივი მისახვედრია, რომ იქ უნდათ ტურისტების ამოყვანა,“-ამბობს გიდი,ზვიად ანანაიაშვილი

დღის ამბები