26 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
"დატოვა შეიძლება დიდმა ნაწილმა დარბაზი, მაგრამ მე მესმის ემოციური ფონი, რაც მოსახლეობას გააჩნია“ - ლევან დავითაშვილი 

"მოსახლეობის წარმომადგენლებთან ხვალ ისევ გვექნება შეხვედრები დამატებით საკითხებზე,“ - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა გორში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გორში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა ჩაიშალა. ფერმერებმა მინისტრისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს და შეხვედრით უკმაყოფილები არიან.  დაზარალებულების უმრავლესობამ, დარბაზი უკმაყოფილოებმა დატოვეს.

ლევან დავითაშვილს „კურიერის“ ჟურნალისტმა ჩაშლილი შეხვედრის შესახებ კითხვა დაუსვა, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ დარბაზი ფერმერების ნაწილმა დატოვა და არა მათმა უმეტესობამ.

„თქვენ თუ ესე ზუსტად თვლით და ესე სწრაფად, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ღიმილის მომგვრელია, ეს არის თქვენი კომპანიის სტილში გაკეთებული. მაგრამ ესე არ არის. დატოვა შეიძლება დიდმა ნაწილმა დარბაზი, მაგრამ მე მესმის ემოციური ფონი, რაც მოსახლეობას გააჩნია. მათ საკმაოდ დიდი ზარალი მიიღეს და ესეც გვესმის, რომ ჩვენ უბრალოდ, რასაც ველოდებით, იმის სრული ანაზღაურება და კომპენსირება ქვეყანაში ვერ იქნება, როდესაც ვსაუბრობ სისტემურ პასუხებზე, რაც გულისხმობს აგრო დაზღვევის შემოღებას და დაცვის მექანიზმები არის, ამიტომ ეს აშკარად იმ სისტემური გადაწყვეტილებების დისკრედიტაციას ქმნის და ეს დისკრედიტაციას ქმნის გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ, ემოციური ფონი მესმის, რომ  მოსახლეობის ნაწილმა დატოვა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი დარჩა და ჩვენ მათთან გავაგრძელეთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. იყო კონკრეტული კითხვები და ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ მოსახლეობის წარმომადგენლებთან ხვალ ისევ გვექნება შეხვედრები დამატებით საკითხებზე,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები