26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილ მერს და ქონების სამსახურის ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინეს

კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და ბათუმის ქონების სამსახურის ხელმძღვანელს გოგა ლომაძეს, ბრალი წარუდგინეს. 

მათ გამოძიება ორი მუხლით, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. წაყენებული ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არც ერთი მათგანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. 

დანარჩენი ოთხი დაკავებული მაღალჩინოსნისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

არ არის გამორიცხული სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღესვე იმსჯელოს.

დღის ამბები