26 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა თქვენი დუმილი მილიონ ლარად იყიდა - ბოკუჩავამ ჟვანიას არჩევნების გამყალბებელი უწოდა

„იმიტომ არ იღებთ ხმას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომ თქვენ თავად ჩამოყალიბდით არჩევნების მთავარ გამყალბებლად. თქვენ იმიტომ არ იღებთ ხმას, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი დუმილი მილიონ ლარად იყიდა,“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას.

ოპოზიციის წევრმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების მთავარი გამყალბებელი უწოდა. თინათინ ბოკუჩავას თქმით, არჩევნების დროს გამოვლენილ არაერთ დარღვევასა და თუ ძალადობის ფაქტებზე თამარ ჟვანიას რეაგირება არ მოუხდენია. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბების დროს ცესკო-ს თავმჯდომარეს შირმად იყენებს.

„საოცარი იყო თქვენი მოსმენა, ქალბატონო თამარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, მშვენივრად გესმით, რომ საქართველოში არჩევნები რეალურად აღარ ტარდება. საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, გასაკუთრებით ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ატარებს სპეცოპერაციებს და თქვენ ამ ყველაფერს ამართლებთ. საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დარღვევად არ მიგაჩნიათ ის, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურად ხდებოდა ქალბატონ სანდრა რულოვსზე თავდასხმა მისი კამპანიის მიმდინარეობისას. როდესაც ქალბატპონი მირანდა მესხის, თქვენი თანაკურსელის და თქვენი შვილის ნათლიის მარჯვენა ხელის, ლელა ლაშხიას შვილმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ჩვენს ერთ-ერთ წარმომადგენელზე ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

„მაინტერესებს, რატომ დუმხართ და რატომ არ იღებთ ხმას ამ დარღვევებზე. ატომ არ იღებთ ხმას, როდესაც სცემენ ჟურნალისტებს, რატომ არ იღებთ ხმას მაშინ, როდესაც იტაცებენ ჟურნალისტებს, ძალადობენ კანდიდატზე და კამპანის წევრებზე, ძალადობენ პარლამენტის წევრებზე, ან ახალქალაქი არ გახსენდებათ, ქალბატონი თამარ, ადაც მათ შორის საოლქო კომისიის წევრი ენზელ მკოიანის დავალებით უმოწყალოდ სცემეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. რატომ არ ამოიღეთ ხმა ბიულეტენების ჩაყრის დრო. რატომ არ ისჯებიან არჩევნების გამყალბებლები. არჩევნების გამყალბებლები არ ისჯებიან,“- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულები არიან თამარ ჟვანიას ნათესავები და ახლობლები.  

„თქვენი ორივე შვილი, შვილის მეჯვარე, თქვენი და, სიძის და, მაზლის ცოლი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ნათესავებისა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციაში და მის დაქვემდებარებულ სიპებში არიან დასაქმებულები წლების მანძილზე, მას შემდეგ, რაც თქვენ ხართ ამ თანამდებობაზე. ამიტომ ვერ ხედავთ და ვერც დაინახავთ დარღვევებს და დუმხართ,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრმა პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც გააკრიტიკა.

„ჩუგოშვილი გარდაიქმნა უფლებადამცველიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე უტიფარ გამპრავებლად, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, მაგრამ, დიახ, სწორედ ამად იქეცით, ქალბატონო თამარ, ასევე იქეცით ქალბატონო თამარ ჟვანია, დიახ, მთავარ გამყალბებლად,“- აღნიშნა ბოკუჩავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები