02 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში - კობახიძე და კალაძე ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავენ

გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში - პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტი არ არის.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა.

„მათ შორის იმ ადამიანებსაც ,რომლებიც არიან დრეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე მიიღო ეს გადაწყვეტილება შალვა თადუმაძემ როგორც არაერთმა სხვა პირმა, რომელიც არის საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი,“-აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის მსგავსად თბილისის მერიც დარწმუნებულია, რომ კონკურსი და კანდიდატის შერჩევა გამჭვირვალედ მოხდება. ისინი შალვა თადუმაძეს კვალიფიციურ კადრად მოიხსენიებენ და არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლედ მისი არჩევა მოხდეს.

„მივესალმები ამას, თუ შალვას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა რატომაც არა, პრობლემას ვერ ვხედავ,“-აცხადებს კახა კალაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია გამოაქვეყნა. სიაში 144 კანდიდატია დასახელებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები. სიაში ისინიც არიან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. სიაში აღარ გვხვდება მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურები.

აღნიშნული კანდიდატები იუსტიციის საბჭომ განსახილველად საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები