02 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
"უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე თადუმაძე გახდება, საკონსტიტუციო სასამართლოსი კი კობახიძე"- კაპანაძე 

"ბიძინა ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების სამივე შტოს სრულად მისატაცებლად,"- აცხადებს "presa.ge"-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე. 

მედიასაშულება აქვეყნებს სქემას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხდება. გიორგი კაპანაძის თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი ირაკლი კობახიძე დაინიშნება. 

"ამ თვალსაზრისით მან დაგეგმა ცვლილებები რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორი თადუმაძე, რომელიც მისი მორჩილია პირდაპირ გადადის უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარედ და მას გადაჰყავს ორი მოადგილე. ერთი არის პროკურატურის ჯალათი ანუ პროკურატურის დავალებების შემსრულებელი ბატონი ვასაძე და მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი თავაძე. რომელსაც სხვათა შორის "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილი უფასდება. მას უფლებამოსილება ეწურება და ამიტომ მის ნაცვლად ინიშნება ირაკლი კობახიძე, კიდევ ერთი მორჩილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლანდშაფტიდან. პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გახდეს ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი ან ზვიად ძიძიგური რომელიც აქამდე ზის ბუჩქებში და ხალხის ხარჯზე მდიდრდება,-ამბობს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები