02 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ - კახა კალაძე

თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძე უკმაყოფილოა იმ კომპანიის მუშაობით, რომელსაც მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია ევალება.

თბილისის მერმა მის მოადგილეს დაავალა, რომ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტოს და სიაში გააშავოს, რათა სახელმწიფო ტენდერებში ვეღარ მიიღოს მონაწილეობა.

„არავინ მუშაობს, არის 1-2 მუშა საწყლად, დაათრევენ ამ ქვებს ხან - იქეთ , ხან - აქეთ. გადათხრილი და გადანგრეულია ყველაფერი. ირაკლი, ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. იმოქმედეთ მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს,"-განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები