02 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
ავტობუსის ზოლსა და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებასა და მოძრაობაზე სანქცია გაიზარდა

ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით. ველობილიკზე იგივე ქმედების განხორციელების შემთხვევაში პირი დაჯარიმებას 50 ლარით. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. საკანონმდებლო ცვლილება ორი დღის წინ ამოქმედდა.

კახა კალაძის თქმით, დაწყებულია პროექტი ჭკვიანი კამერების დაყენების შესახებ. მისი განცხადებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირს ჯარიმა ავტომატურ რეჟიმში მიუვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები