26 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
კალაძეს ვაჩვენებ პანღურს, რომელიც მოხვდება - გუგავა ტაქსის მძღოლების პროტესტს შეუერთდა

ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - 2 წლით გადაიდოს რეგულაციები ტექინსპექტირების გავლასთან და ავტომობილების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, თბილისის მერიის წინ მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

მძღოლებს დღეს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, გიორგი გუგავა შეხვდა. გიორგი გუგავა აცხადებს, რომ კონკრეტული აქციით ისინი თბილისის მერს ხალხის ძალას აჩვენებენ.

„ეს რეგულაციები არის უსამართლო, უკანონო, ამას არ შეეგუება ტაქსისტები. ჩვენ შემოვიარეთ აბსოლუტურად ყველა უბანი და უკვე გადავწყვიტეთ საორგანიზაციო  ჯგუფმა, რომ მთავარი ფართომასშტაბიანი აქცია გავმართოთ კალაძის სამუშაოს წინ, მერიის წინ და იქ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, ხალხის მუჭს და ხალხის პანღურს, რომელიც მოხვდება მას,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები