02 მაისი 2024,   21:41
ვრცლად
ჭიჭინაძე თურნავას: მაღაროელებმა ფეხზე მდგომელებმა არ უნდა ჭამონ ძაღლებივით, ეს საკითხი თუ მაინც დააყენეთ ჭიათურაში?

რამდენიმე საათია ეკონომიკის მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. სხვა საკითხებს შორის ჭიათურაში, მაღაროელების მასშტაბური გაფიცვა ერთ-ერთია, რაზეც მინისტრს პასუხების გაცემა მოუწია.

დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა თუ რა გააკეთა პირადად ნათია თურნავამ პრობლემების მოსაგვარებლად.

Image result for ჭიჭინაძე

„თქვენ თქვით, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერთოს კერძო სტრუქტურების ურთიერთობაში და მე მაინტერესებს, რომ რამ გადაგაწყვეტინათ? იმან რომ ეს ხალხი უკვე კრიტიკულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო  და ქვეყნის მასშტაბით იძაბებოდა სიტუაცია, თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ მმართველი კომპანია იქნება ეს, სახელმწიფო კომპანია თუ კერძო მესაკუთრე სათანადოდ არ უსრულებდნენ იმ პირობებს რასაც ეს ადამიანები თხოულობდნენ“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით კი, უწყება იმ ნაწილში, რაც სახელმწიფო ზრუნვის საკითხია, გარკვეულ ზომებს იღებს და ეს მომავლშიც გაგრძელდება.

Image result for თურნავა

„ჩვენ კვლავაც წერტილოვნად ჩავერევით განსაკუთრებით იქ სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება სოციალური პირობების არასათანადოდ უზრუნველყოფაზე. კვების პრობლემებზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და იმ პრობლემებზე რომელიც არის სახელმწიფოს ზრუნვის და კონტროლის საგანი,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

 

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შეურაცხმყოფელია როდესაც 21 -ე საუკუნეში თანამშრომლები კვების საკითხი მოგვარებაზე საუბრობენ. მისივე თქმით, სირცხვილია, როდესაც მაღაროელები ითხოვდნენ ელემენტარულ პირობებს, რომ მაგდენი მაინც ჰქონდეთ იმისთვის, რომ მათთვის ყოველდღიურად გამოყოფილი მწირი საკვები ადამიანურ პირობებში. ჭიჭინაძე დაინტერესდა დააყენა თუ არა მან ეს საკითხი ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე.

Image result for ჭიჭინაძე

„21-ე საუკუნეში კვებაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ადამიანები ითხოვდნენ, რომ სადაც ზიან იქ რომ ეს ურიგდებათ პაკეტები დღიური რაციონი ლარი და ოთხმოციანი, რომ იმის მაგიდა მაინც მოაწყონ და ძაღლებივით ფეხზემდგომელებმა არ ჭამონ. ეს საკითხი მაინც თუ დააყენეთ და შეათანხმეთ,"-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

 

ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ასეთ საკითხებში ჩარევის აუცილებლობას ის ვერ ხედავს.

Image result for თურნავა

 

„მე იქ ვნახე და დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ მაღაროელებს ძალიან პასუხისმგებლიან და სერიოზულ ადამიანებს შესწევთ ძალა და უნარი და კომპეტენცია, რომ ამ საკითხებზე და ყველა დეტალურ საკითხებზე მიაღწიონ სრულ შეთანხმებას კომპანიასთან,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრს მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებისკენ მოუწოდა ბექა ნაცვლიშვილმა. მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატის თქმით, არსებობს სამმხრივი კომისია და ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მოგვარდეს პრობლემები და აღარ დასჭირდეთ მაღაროელებს ქუჩაში გამოსვლა.

Image result for ნაცვლიშვილი ბექა„სამთომოპოვებით სფეროს აქვს სხვა სპეციფიკა. ეს უნდა იყოს გამჭირვალე, იმიტომ რომ ეს არის ხალხის სიმდიდრე და შესაბამისად, აქედან მიღებული დოვლათი უნდა გადანაწილდეს ყევლაზე უფრო სამართლიანად ვიდრე ნებისმიერ სხვა დარგში. ამიტომ ვამბობ თქვენ გაქვთ მექანიზმი, არ არის წერტილოვანი ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ საკვებზე ჩარევა საჭირო. გაქვთ სამმხრივი კომისია. ადექით სამ მხრივ კომისიაში. ყოველ წელს დააყენეთ კოლექტიური შეთანხმებების საკითხები. ეს პრობლემა აღარ გექნებათ. ბავშვები ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობა აღარ დადგება,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები