02 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს თუ უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან - ბოკერია

უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას თუ ერთბაშად უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა. 

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პირველივე ეტაპმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სწორედ მათთვის და სასამართლო კლანისთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობს.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი

„მცირე წინსვლა რაშიც გვქონდა, რომ პროცედურები ოდნავ უფრო გაიწერა. ჩვენ, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია, ბოლომდე გამოვიყენებთ ამას და უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს თუ ერთბაშად, უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან ახლა. ამ ხალხს აინტერესებს არა შეცვლა იმისი, რაც პრობლემა იყო ყოველთვის დამოუკიდებელ საქართველოში და წინა ხელისუფლების დროსაც, რეალური დამოუკიდებელი სასამართლოსი, არამედ უბრალოდ სურთ, რომ ეს გუნდი მოემსახუროს მათ, მაშინ როცა ისინი ბოლომდე შეკრულები არიან ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფცია ყვავის მათ გუნდში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

დღის ამბები