06 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
აშშ და მექსიკა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატები და მექსიკა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე შეთანხმდნენ. ამგვარად მექსიკამ ვაშინგტონის მხრიდან სავაჭრო ტარიფების დაწესება თავიდან აირიდა.

დონალდ ტრამპის თქმით, 3 დღიანი მოლაპარაკების შედეგად მექსიკასთან წერილობით შეთანხმებას მიაღწიეს და ტარიფების დაწესება, რომელიც ორშაბათს იგეგმებოდა, გაურკვეველი დროით გადაიდო.

პრეზიდენტის განცხადებით, სანაცვლოდ მექსიკა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გადამწვეტი ზომების მიღებას დათანხმდა, მათ შორისაა საზღვარზე ეროვნული გვარდიის გაგზავნა და ადამიანებით მოვაჭრე დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

დღის ამბები