02 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
დაჭრა დიღმის მასივში - ორ მამაკაცს ჭრილობები ბასრი საგნით მიაყენეს

სისხლიანი გარჩევა დიღომში, 2 ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა.

მძიმედ დაჭრილი ორი ახალგაზრდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. ერთ- ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 

 

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 17 წლის მამაკაცი, სხეულის სხვადასხვა არეში არსებული ჭრილობებით. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი კვლევები და კონსულტაციები. აღნიშნულ ჭრილობებიდან, ყველაზე საყურადღებო იყო მარცხენა ბარძაყის არეში არსებული ჭრილობები. ყო კუნთების და სისხლძარღვების დაზიანება. პაციენტს ზოგადი ანესთეზიით ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, გაიკერა კუნთები და სისხლძარღვები. პაციენტი ოპერაციის შემდგომ გადაყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში, მდგომარეობა სტაბილურია“ - აცხადებს ექიმი.

დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

 

დღის ამბები