26 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
ბავშვზე ძალადობა - პოლიციამ სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი დააკავა 

არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმ ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი უკვე გახდა.

სამართალდამცველებმა არკადი ძავაშვილი დააკავეს, რომელიც სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალია.

გამოძიება მის წინააღმდეგ სწორედ ოჯახში არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის მუხლით, სავარაუდოდ შვილების ინფორმაციის საფუძველზე არის დაწყებული.

საუბარია არკადი ძავაშვილისა და ლელა ქსოვრელის საერთო შვილების შესაძლო ცემაზე. ქსოვრელი კი როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საკუთარი შვილის, ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დააკავეს და მას გამოძიება ასევე არასრულწლოვანის წინააღმდეგ ძალადობას ედავება.

„უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემიაო და წაიყვანეს. ხო ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეო და. ამბობს ხო, განა არ ამბობს,“-აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი.

დღის ამბები