13 ნოემბერი 2019,   08:50
ვრცლად
"ოპოზიცია კრიზისის მდგომარეობაშია და ამ კრიზისის დაძლევისთვის სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა"- კობახიძე ხელმოწერების შეგროვებაზე

საარჩევნო სისტემის რეფორმა - ოპოზიციის მიერ, ხელმოწერების წარდგენას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ, ოპონენტებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი შეახსენა და თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავის დროზე, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარი თქვეს.

პარლამენტის სპიკერი ოპოზიციის ხელმოწერებს პოლიტიკური მოტივებით ხსნის და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნას, არჩევნებში ოპოზიციის მოსალოდნელ მარცხს უკავშირებს.

“ოპოზიცია არის კრიზისის მდგომარეობაში და ამ კრიზისის დაძლევისთვის სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა და ამის კარგი საშუალება რა თქმა უნდა არის ახალი თემის წინ წამოწევა. ეს არის ის თემა, რომელზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა 2016 წლამდე 2016 წლის შემდეგაც მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას 2020 წლიდან უკვე პროპორციული სისტემის ამოქმედება,

რაზეც ასევე თქვეს უარი მარტივი საბაბით, საბაბის სჭირდებოდათ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო რეფორმისთვის არ დაეჭირათ მხარი, არ უნდოდათ, რომ ქულები დაეწერათ ამ რეფორმით საპარლამენტო უმრავლესობას. ეს იყო მათი არჩევანი, მათ გააკეთეს არჩევანი სწორედ იმის სასარგებლოდ, რომ 2020 წელს არ ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა,“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები