სამართალდამცველებმა წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე ღამით, თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.