14 ოქტომბერი 2019,   11:14
ვრცლად
"ეს იყო უადგილო და არაკომპეტენტური კომენტარი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვევია მას" - გიგი წერეთელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს

ეს იყო უადგილო და არაკომპეტენტური კომენტარი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვევია მას - ასე პასუხობს გიგი წერეთელი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, აკრიტიკებს და მას ბაქოში, გარეჯის საკითხზე გაკეთებული განცხადებებს უწუნებს.

გიგი წერეთლის თქმით, ზურაბიშვილის კრიტიკა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი არაკომპეტენტურია და ახლა მის მიერ გაფუჭებული საქმის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს.

გიგი წერეთლის თქმით, ის ჯერ ქართველი პოლიტიკოსია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. 

„სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ პასუხობს რუსეთის მუქარას, მაგრამ ნახულობს დროს იმისათვის, რომ კომენტარი გააკეთოს ჩემს განცხადებაზე. უნდა ვთქვა, რომ ეს იყო უადგილო და არაკომპეტენტური კომენტარი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვევია მას და ეს ეხებოდა განცხადებას, რომელიც შეეხებოდა გარეჯს და ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი და მართებული, როდესაც მე ვთქვი, რომ გარეჯთან დაკავშირებული საკითხები ორ მეზობელ, ორ მეგობარ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს კონსტრუქციულად, დიპლომატიურად და პროფესიონალურად.

"სალომე ზურაბიშვილს ეს არ მოსწონს და თვლის, რომ გარკვეული პროტოკოლის დარღვევაა. მე ვარ პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოველთვის ვაკეთებ და გავაკეთებ იმას, როდესაც მექნება შესაძლებლობა სხვადასხვა დონის შეხვედრებზე, საზღვარგარეთ თუ ქვეყნის შიგნით, ჩემი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს შევეხო, ამას გავაკეთებ. სალომე ზურაბიშვილი უკეთ უნდა ერკვეოდეს პროტოკოლში და იმ ფუნქციებში, რომელიც მას გააჩნია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, დავით გარეჯის საკითხთი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა ლიდერებთან შეხვედრისას განიხილაგიგი წერეთლის თქმით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტას კონსტრუქციული მიდგომა სჭირდება. 

 

დღის ამბები