10 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკური ლიდერები სასამართლოს წინაშე წარდგებიან - მოლდოვის პრემიერ-მინისტრი  

მოლდოვის ახალი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკური ლიდერები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. განცხადება ამის შესახებ მაია სანდუმ, დემოკრატიული პარტიის მთავრობის დაშლის შემდეგ გამართულ მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე გააკეთა.

მან ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკის გარემოცვას მაფიის კლანი უწოდა და აღნიშნა, რომ ჩადენილი დანაშაულების გამო, ისინი პასუხს აგებენ.

გავრცელებული ცნობით, მთავრობის გადადგომის შემდეგ "დემოკრატიული პარტიის" ლიდერებმა მოლდოვა დატოვეს და კიშინიოვის აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავებითა და ჩარტერული რეისებით გაემგზავრნენ.
 

დღის ამბები