26 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
„ერთად ანოსთვის“ - ზვიად ბოლქვაძის და „მხოლოდ ქართულის“ ყოფილი კონკურსანტების მონაწილეობით საქველმოქმედო საღამო მოეწყო

ქართული მუსიკის საღამო ზვიად ბოლქვაძესთან ერთად --- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანია „ერთად ანოსთვის“  ჩატარდა. საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტები იღებდნენ. შემოსული თანხა მთლიანად  ანოსთვის გადაირიცხა, რომელსაც ავარიის შედეგად ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება.

„შემთხვევით გავიგეთ ანო გოქაძის შესახებ, რომ ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა, სჭირდებოდა ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რისი საშუალებაც არ ჰქონდა ოჯახს და გაგვიჩნდა სურვილი, რომ დავხმარებოდით. საღამოზე ზვიად ბოლქვაძე მოვიდა. ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, წარმოდგენილები იყვნენ ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე, გიორგი კელაპტრიშვილი და გუგა მარგველაშვილი,“- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, დიანა ზვიადაძემ.

დღის ამბები