02 მაისი 2024,   05:58
ვრცლად
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, მამედოვის მიმართ სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს

დღეს გაირკვევა, გაიზიარებს თუ არა ავთანდილ მამედოვი, აფგან მუხთარლის ბედს. სასამართლომ კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.

ბრალდების მხარე მამედოვის პატიმრობას ითხოვს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადვოკატი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ პატიმრობის საფუძველი არ არსებობს და ეს ევროკონვენციის დარღვევა იქნება.

მამედოვი, რომელიც ბაქოდან მუქარასა და პოლიტიკურ დევნას საქართველოში გამოექცა, მარნეულში, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები