26 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
ჩადენილია უდიდესი დანაშაული - ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას უერთდება

ჩადენილია უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და მთელი კავკასიის წინაშე - შალვა ნათელაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას უერთდება. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ხელისუფლებისგან საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„ჩადენილია უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და მთელი კავკასიის წინააღმდეგ. მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა ძილში, თავის საწოლში. არც ერთ ხელისუფლებას არ ექნება არსებობის საფუძველი, სანამ აღნიშნული საქმე არ იქნება სრულად გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დღე დადგეს,"- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ შალვა ნათელაშვილს, ლეიბორისტულ პარტიას და  მთელ საქართველოს. ერთხელ ჩავარდა იმ უმრავლესობის გამო, რომლებიც დღეს არიან მოკალათებული პარლამენტში ირაკლი კობახიძის მეთაურობით, რომლებმაც არ იციან, ამ საქმის მიღმა რა იმალება. უბრალოდ, მითითება აქვთ მიღებული, რომ არ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მაგრამ ჩვენ, საქართველოს ხალხი, ვაიძულებთ ამ ადამიანებს, შეიქმნას კომისია და დაიდოს სამართალი“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები