26 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
ბესელია პარტიას დღეს ოფიციალურად დააფუძნებს

ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით პარტია "სამართლიანობისთვის" დღეს ოფიციალურად დაფუძნდება. ყრილობაზე "ქართული ოცნების" ყოფილი სახე ახალ გუნდს და იმ სამომავლო გეგმებს გაასაჯაროვებს, რითაც პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს. დელეგატებს შორის იქნებიან ნაცნობი და უცნობი სახეებიც. ეკა ბესელია ამბობს, რომ პარტიის მთავარი მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლა იქნება.

“ჩვენი ახალი პარტია არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იბრძოდა, იბრძვის და მომავალშიც არ დაიღლება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ეს არის პასუხი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვიტა ჩვენი შეჩერება ამ ბრძოლაში. ამ ახალი პოლიტიკური ძალით გვინდა, კონსოლიდირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა სამართლიანობისთვის ბრძოლაში და ქვეყნის უკეთესი მომავალი სურს,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები