26 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
ვიბრძოლებთ, რომ ზურაბიშვილი გადადგეს - პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარტოფილი დაარიგეს

უფასო კარტოფილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან - მოძრაობა „ერთად სახლში -საქართველოს“ წევრებმა სიმბოლურად კარტოფილი დაარიგეს იმ სასახლის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება.

ამ ფორმით მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე კარტოფილით ამომრჩევლის მოსყიდვა გააპროტესტეს.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს და არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა მოძრაობის წევრმა, ანა ჯოჯუამ.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კარტოფილით მოსულ პრეზიდენტს, ისევ კარტოფილით ვადაზე ადრე გაუშვებენ პოსტიდან.

„ვარიგებთ კარტოფილს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ხმა იყიდება კარტოფილზე, ნებისმიერ რაღაცაზე, ამას მივყავართ ამ შედეგამდე, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე,“ - განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა, ნათია თვალაბეიშვილმა.

დღის ამბები