06 მაისი 2024,   12:56
ვრცლად
თელავში კვირიკე დიდის XI საუკუნით დათარიღებული სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

თელავის ისტორიულ ნაწილში კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც XI საუკუნით თარიღდება ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. ექსპედიციის ხელმძღვანელის გიორგი ლაღიაშვილის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ მიერ ნაპოვნი უძველესი ნაშთების დაკონსერვება მოხდება.

არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილშიც. დაბახნების დასახლებაში სპეციალისტებმა V-VII საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თელავში აღმოჩენილი ისტორიული ნაგებობები როგორც ტურისტული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი რუქის შექმნის საფუძველია.

დღის ამბები