20 აგვისტო 2019,   08:10
ვრცლად
"გახარია არის ტოქსიური სიმძიმე, რომელიც ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“ - უგულავა

"გახარია განწირულია სამართლებრივად და განწირულია პოლიტიკურადაც,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

მისი თქმით, ხელისუფლება ახლა ცდილობს, პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს და ოპოზიციისკენ ისროლოს ისრები.

უგულავა აცხადებს, რომ უკვე მეოთხე დღეა აქციის დარბევიდან, კონკრეტული პირები, ვინც ხალხს დევნიდა და ისროდა ინდენტიფიცირებულები არიან, თუმცა მათ უფლებამოსილებაც კი არ შეწყვეტიათ.

„ისინი შეეცდებიან, რომ სისხლიანი, გავრილოვის ღამის ტრაგედიის ისრების გადაიტანონ ნებისმიერ მხარეს და პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები აიცილოს. მაგრამ ასეთი რაღაცეები, საქართველოს ისტორიას კარგად ახსოვს, არ "პრავდება.." გახარია უნდა გადადგეს, ის არის ტოქსიური სიმძიმე, რომელიც ჩაძირავს „ქართული ოცნებას.“

ერთადერთი საკითხი, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლოს ექნება დასადგენი ეს არის, რა ფორმით, რა ზომით მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი, ანუ ეძინა მას ამ დროს თუ ეღვიძა და ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. გახარია განწირულია სამართლებრივად და განწირულია პოლიტიკურადაც,“-აცხადებს გიგი უგულავა.

დღის ამბები