26 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი შეფასება იქნება გათვალისწინებული - გიორგი ვოლსკი

ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აფასებს. გიორგი ვოლსკის თქმით, აღნიშნულ საკითხებს იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტები განიხილავენ.

„იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაიწყებს ამ საკითხის განხილვას. დარწმუნებული იყავით, რომ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი შეფასება, ყველანაირი სამართლებრივი არგუმენტი, როგორც საწინააღმდეგო, ასევე, იმ პოზიციის დასაცავი, მართალია, უხეშად, მაგრამ გამოხატა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, იქნება გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მხარს ვერ დაუჭერს ვერავინ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ნიკა მელია პარლამენტში შეჭრას ცდილობდა.

„რაც მე ვიხილე, ეს არის ის, რამაც მიგვიყვანა გარკვეულ საკითხებამდე, რომელსაც ჰქვია, პირველი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მეორე, უამრავი ადამიანის დაშავება, მათ შორის, პოლიციელების,“ - ამბობს ვოლსკი.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ამბობს, პარლამენტის წევრის მიმართ გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო დაიწყო.

ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები