02 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში - სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. "ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტარიზმის ისტორიაში არის სამარცხვინო დღეს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს სურს გადაფაროს 20 ივნისს, ხალხის წინაშე ხელისუფლების დანაშაული და ამისთვის წირავს პარლამენტის ერთ-ერთ წევრს. 

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას რა მდგომარეობაშიც დღეს არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა. ჩვენ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა რადგან ეს ადამიანები, იმის ფასად, რომ უნდათ გადაფარონ  თავის ხელისუფლების დანაშაული, სურთ  ის დანაშაული რომ ფაქტობრივად ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს  საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ ეს გადაფარონ იმით რომ დაიჭირონ ერთი თავისი დეპუტატი , თავისი პარლამენტის წევრი. ეს არის ისეთი უსუსურობა, რომ ჩვენთვის არის ძალიან სამარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

ბიუროს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. რის შემდეგაც დაიწყება სესია, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავენ. 

დღის ამბები