02 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
აგონიაში მყოფი რეჟიმი ოპოზიციური ლიდერების განეიტრალებით ცდილობს, ხელისუფლება შეინარჩუნოს - პეტრე ცისკარიშვილი

"აგონიაში მყოფი რეჟიმი ცდილობს, რომ ოპოზიციური ლიდერების განეიტრალებით, ხელისუფლება შეინარჩუნოს როგორც ივანიშვილს აქვს დაგეგმილი, ღმერთმა იცის მის თავში რა იხარშება,“ - ეს განცხადება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. ის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება, სადაც ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება.

ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება აგონიაში და ოპოზიციის ლიდერებზე შეტევას ახორციელებს. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ბოლომდე ეცდებიან, რომ ნიკა მელია დაიცვან, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლითაც. მისი თქმით, ბრალდების მხარემ მელიას წინააღმდეგ შავზე თეთრით ნაკერი საქმე დაიწყო. 

„ივანიშვილის რეჟიმი არის აგონიაში. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მან ინსტიტუციები ჩამოშალა. შემთხვევითი არ არის ის ფრაზა, რასაც უცხოელები ხშირად ხმარობენ - "სახელმწიფოს მიტაცება," ეს რას ნიშნავს, რომ ერთი არაფორმალური ოლიგარქი მოაჯდა მთელ ქვეყანას, სახელმწიფო ინსტიტუციური დაიქვემდებარა,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქალაქო სასამართლოს ფოიე სავსეა. ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვის დასასწრებლად მივიდნენ.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ვეცადოთ ყველანაირად, უფრო მოკლე ვადაში გამოვიხსნათ ნიკა მელიას ამ რეჟიმის მარწუხებისგან," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები