26 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ნახევარ საათში გახდება ცნობილი

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ნახევარ საათში გახდება ცნობილი. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხია სათათბიროდ გავიდა.

მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეების შუამდგომლობები მოისმინა.

ნიკა მელიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 დღის ვადაში გადახდით, 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. გარდა ამისა გიორგი კონდახაშვილმა დააყენა შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის დეპუტატების თავდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე.

პროკურატურა კი ნიკა მელიას დაკავებას ითხოვს.

 

ფოტორეპორტაჟის სანახავად სასამართლო დარბაზიდან გადადით ბმულზე.

დღის ამბები