02 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
საია: მელია ისევ სარგებლობს იმუნიტეტით

ნიკა მელია ისევ სარგებლობს იმუნიტეტით - ეს განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ენმ-ის დეპუტატის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

სულხან სალაძის თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება ერთჯერადი აქტი იყო.

„იმუნიტეტის შეჩერება, ეს იყო ერთჯერადი აქტი. სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რა თქვა პარლამენტმა და რა გადაწყვეტილება მიიღო, ის ვერ ხედავს დღეს, დაკავების წინაპირობას. ეს შეჩერება იყო დაკავებასთან დაკავშირებული, რადგან აღარ არის დაკავება სახეზე, თუკი ხვალ ბატონი მელია დაარღვევს რომელიმე იმ მოთხოვნას, რომელიც გირაოს შეფარდების სახით არის მასთან გამოყენებული, პარლამენტმა თავიდან უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე,“ - განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძე შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება „პოლიტიკური თამაშის ნაწილია", რადგან თუნდაც წინა დღეებში პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულების პროცესი კონვეირული წესით ჩატარდა.

„თავისთავად სასამართლო გადაწყვეტილება საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია მუდმივად, ერთხელ იმუნიტეტის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდეს ყველა შემთხვევაზე. ყოველი მომდევნო შემთხვევის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ამ პროცედურის თავიდან გავლა. დეპუტატს ვერავინ ვერ შეზღუდავს სამსახურებრივად მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებები რაც არის, ამ უფლებამოსილების შეზღუდვაში,“ - განაცხადა სალაძემ.

 

 

დღის ამბები