02 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
ფორმულა არის მკაფიო, ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი - პრემიერი პროპორციულ არჩევნებსა და ოპოზიციასთან დიალოგზე 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისთვის ირაკლი კობახიძე პირველივე დღეს მზად იყო. ეს განცხადება, საქართველოს მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაშ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

მამუკა ბახტაძის მტკიცებით, კობახიძის გადადგომა დაგვიანდა იმიტომ, რომ ის ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა.  

„პირველ რიგში მსურს გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძემ მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. ის, სხვათა შორის, მზად იყო მიეღო ეს გადაწყვეტილება პირველივე დღეს. მაგრამ ყველამ გავიხსენოთ, რა სიტუაცია იყო 20 ივნისს. ის იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტის თავმჯდომარეს, საერთაშორისო ვიზიტის დროს, სხვა ქვეყანაში გაეკეთებინა ეს განცხადება. მან შეწყვიტა ვიზიტი, ჩამოვიდა, იყო მყისიერი შეხვედრა პოლიტ საბჭოსთან, სადაც მან თავის გადაწყვეტილება გაახმოვანა. ეს იყო, რა თქმა უნდა, ღირსეული გადაწყვეტილება. მე ძალიან მიჭირს კომენტირება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20 ივნისს. სიტყვებითაც რომ გადმოსცე ეს შეფასება, არის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, მარგამ ამავე დროს, ისიც მინდა გითხრათ, რომ სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის საქციელი. არსებობს ისეთი კითხვის ნიშნები, მის ქცევასთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხები უნდა იქნას გაცემული“ -  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე 2020 წლიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ნულოვანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის „მეორე პრინციპულ ნაბიჯს“ უწოდებს.

„ეს არის მეორე ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის და საპარლამენტო დემოკრატიის იდეას. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი მართლაც არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების მატარებელი იქნება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ერთადერთი, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეწინააღმდეგება, მიხეილ სააკაშვილია. 

„არჩევნების ხარისხის ამაზე უფრო მაღლა თამასა არ არსებობს, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი ვერც ერთი პოლიტიკური ძალისგან, რატომ არ უნდა წავიდეთ ამაზე. ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის მსჯავრდებული სააკაშვილი. იმიტომ რომ ამ ძალისთვის, არანაირი დემოკრატიული პროცესი ფასეულს არ წარმოადგენს, არანაირი არჩევნები, მატ აქვს მხოლოდ რევანშისტული და დესტრუქციული გეგმები. და ეს იყო ამავე დროს, კიდევ ერთხელ ტესტი იმისა, თუ ვის რა დამოკიდებულება აქვს საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა არის მკაფიო, ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები