02 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
მამუკა ბახტაძემ კითხვაზე პასუხი არ გამცა - ეკა კვესიტაძე

„კითხვაზე - იცოდა თუ არა პრემიერმა, რომ გახარია აპირებდა დათვების მოსაგერიებელი ტყვიების გამოყენებას მომიტინგეების წინააღმდეგ, ინაწილებს თუ არა ამ პასუხისმგებლობას, პასუხი არ გამცა, რაც ნიშნავს, რომ არ ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს, არ ამბობს, რომ ის საქმის კურსში იყო, რომ გახარია ამ ტიპის დარბევას აპირებდა, საერთოდ რამის საქმის კურსში რომ იყო,“ - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანმა, ეკა კვესიტაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტი მამუკა ბახტაძის პრესკონფერენციას ესწრებოდა, თუმცა ეკა კვესიტაძემ აღნიშნა, რომ მის შეკითხვას მამუკა ბახტაძემ პასუხი არ გასცა. ტელეწამყვანი ამბობს, რომ 20-2 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პრემიერმა პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს დააკისრა, რაც უკვე არა კომიკური, არამედ ტრაგიკულია.

„შეჩვეული ვართ, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან და ისინი კომიკურად და არაადეკვატურად გამოიყურებიან ამ სიტუაციაში. მაგრამ ასეთ კომიკურ განვითარებასაც არ ველოდი. ბახტაძე გამოვიდა და თქვა, რომ ვიპოვეთო პასუხისმგებელი ამ საქმეშიო, ამ დარბევისთვის და ეს არის მიხეილს სააკაშვილი და მისი დაჯგუფება. წარმოუდგენელია. კომიკურია, მაგრამ ნამდვილად არ არის კომიკური, ტრაგიკულია ჩვენს სიტუაციაში, რომ ვართ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, რო მ ამას უნდა ვუსმინოთ მშვიდად, არავინ იღებს ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობაზე იმაზე, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე, ადამიანებს დათხარეს თვალები, რომ ადამიანის დღემდე სიკვდილს ებრძვის, ერთი კვირა იფიქრეს და დღეს გამოვიდა ვითომ პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ვიპოვე დამნაშავე და ეს სააკაშვილია,“ - განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საკითხი ხელისუფლება ცდილობდა, რომ ანტიგმირს შექმნიდა, რაც არ გამოუვიდა, პირიქით, მელიასგან გმირი შექმნეს. 

დღის ამბები