26 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
დღევანდელი გამოსვლა გახარიასი არის შეურაცხყოფა - მოქალაქეები მსვლელობით ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიდიან

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ შს მინისტრი არ გადადგება. ელენე ხოშტარია, ამ წუთებში, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიემართება.

„მთავარი მოთხოვნა არის გახარიას გადადგომა. სამი მოთხოვნიდან ორი შესრულდა და საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ შესრულდება მესამე. დღევანდელი გამოსვლა გახარიასი, ეს იყო ამ ხალხის შეურაცხყოფა, მან არ გასცა არც ერთ კითხვას პასუხი, მან არ თქვა ვინ გასცა ბრძანება“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსვლელობაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი, გიგა ბოკერია, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციით უნდა ჩამოშორდეს.

„პოლიტიკური ფიგურა, ერთადერთი, ვისაც აქვს აბსოლუტური და საშიში ძალაუფლება ჩვენი ქვეყნის, არის ივანიშვილი. უბრალოდ, ახლა, დემოკრატიული ტრადიცია მოითხოვს რომ მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე, ვის კისერზეც არის ეს დარბევა, უნდა გადადგეს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აქციაზე იმყოფება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე, რომელიც ამბობს რომ ხელისუფლება, რომელმაც ასეთი მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, უნდა წავიდეს.

აქციის მონაწილეები, ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. ისინი თანხმდებიან, რომ მოთხოვნა უნდა შესრულდეს და გიორგი გახარია გადადგეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სახლში არ იმყოფება. სწორედ ამიტომ მის რეზიდენციასთან სამართალდამცავები არ იმყოფებიან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები