02 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

დოკუმენტს მხარს მმართველი გუნდის 80-ზე მეტი დეპუტატი უჭერს. ცვლილებათა პაკეტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება.

ამის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაიწყება. მოგვიანებით, კი დოკუმენტი კენჭის საყრელად პლენარულ სესიაზე გავა.

„კონსულტაციები დაიწყება უახლოეს პერიოდში, ჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის და ინტენსიურად ემზადება. თუ მომავალში ჩვენ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე, გულწრფელად ვლაპარაკობთ, რაშიც მე ამ წუთამდე ეჭვი მეპარება, რასაკვირველია, კონკრეტული ქმედებით, კონსულტაციებით, ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, საგანგებო მნიშვნელობის არის ესს თემა, რომელიც შეეხება არჩევნების სისტემას, რომელიც შეეხება და რასაკვირველია, ესეც კიდევ დამატებითი ინდიკატორი იქნება, თუ რა უნდათ ოპონენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტია,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები