02 მაისი 2024,   04:16
ვრცლად
სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს, არ გადაავადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება

სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს, არ გადაავადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება.

ომბუდსმენის შეფასებით, ეფექტიანი გამოძიება დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. საკითხის გადავადებას დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით კენჭი უყარა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ნაწილი რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის უფუნქციოდ შესაძლოა, პირველ ნოემბრამდე დარჩეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ სჯობს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოგვიანებით ამოქმედდეს და მას ჰქონდეს მატერიალური ტექნიკური ბაზა.

„სწორია ის პოზიცია, რომ თუკი ჩვენ ამას არ გადავავადებთ, მაშინ დავდგებით მოცემულობის წინაშე, როდესაც გვექნება საკანონმდებლო ვაკუუმი, რაც შექმნის დამატებით პრობლემებს, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველი მხარს უჭერს კომიტეტის პოზიციას, რომ განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და დროულად მოხდეს თანხების გამოყოფა,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება უნდა იყოს.

დღის ამბები