02 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
„აქ ვიდგებით მათთან ერთად“ - პარლამენტართა საზოგადოება აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს. ისინი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იზიარებენ და ამასთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც ითხოვენ.

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრების თქმით, ქვეყანაში უკიდურესად რთული ვითარებაა, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათი თქმით, მთავრობა ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს და მხოლოდ ერთი ადამიანის ნებას ემორჩილება.

„არ უნდა დავუშვათ არასდროს, რომ აქ იჯდეს ხელისუფლება, რომელიც არის რუსეთის მარიონეტი. ჩვენ, უფროსმა თაობამ გადავწყვიტეთ, რომ აქ ვიდგებით მათთან ერთად რამდენადაც შეიძლება, იმიტომ, რომ მათ არ უნდა დავათხრევინოთ ბავშვებისთვის თვალები,“- განაცხადა ისტორიკოსმა ბეჟან ჯავახიამ.  

დღის ამბები