02 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენს ინს შეხვედრა შესთავაზა

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენს ინს მოულოდნელად შეხვედრა შესთავაზა. ოსაკაში საუდის არაბეთის პრინცთან შეხვედრის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩრდილო კორეელ კოლეგას დემილიტარიზებულ ზონაში ხელს ჩამოართმევს და გამარჯობას ეტყვის. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო.

ფხენიანში ამერიკის ლიდერის შეთავაზებას უკვე გამოეხმაურნენ და ძალიან საინტერესო უწოდეს. სეულში დონალდ ტრამპი იაპონიიდან დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ გაემგზავრება.

სამიტის პარალელურად, შეერთებული შტატების ლიდერი ჩინელ კოლეგასაც შეხვდა. დონალდ ტრამპი და სი ძინპინი სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები