02 მაისი 2024,   04:16
ვრცლად
პუტინმა ერდოღანთან მოლაპარაკებებები გამართა

ვლადიმერ პუტინი ოსაკაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დონალდ ტრამპის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები თურქ კოლეგასთან გამართა.

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარასთვის ეს 400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდების საკითხი განიხილეს. თურქეთის ლიდერის შეფასებით, კონტრაქტი შეუფერხებლად სრულდება.

 ამავე საკითხზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მოუწოდა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ვაშინგტონთან გააღრმაოს და ამით ნატოს ალიანსი გააძლიეროს.

დღის ამბები