02 მაისი 2024,   06:48
ვრცლად
იტალიაში სამაშველო გემის დაკავებულ კაპიტანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

იტალიაში სამაშველო გემის დაკავებულ კაპიტანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 წლის გერმანელ ქალს ქვეყნის პროკურატურა უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და სამხედრო ხომალდების ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავება.

სამაშველო გემი, რომლის ბორტზეც 53 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა, ლამპედუზის პორტში დღეს გამთენიას უნებართვოდ შევიდა.

გადაწყვეტილება ხომალდის კაპიტანმა მას შემდეგ მიიღო, რაც იტალიის სანაპირო დაცვა გემს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესვლაზე უარს ორი კვირის განმავლობაში ეუბნებოდა.

დღის ამბები