18 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას - კავკასიის უნივერსიტეტის განმარტება 

"რუსთავი2"-თან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე, კავკასიის უნივერსიტეტი განმარტებას აკეთებს. 

განცხადებაში, რომელიც სასწავლებლის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ 8 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ იყო მიმართული და სტუდენტებს "რუსთავი 2"-ის შენობასთან მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას. ის არ ყოფილა შეთანხმებული. 

ასევე ნათქვამია, რომ თვითმმართველობის განცხადება არც სტუდენტთა საერთო პოზიციას გამოხატავს, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ ნაჩქარევად გავრცელებული განცხადება მალევე წაიშალა თვითმმართველობის მიერვე.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ორგანოა და მის ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი მაუწყებლის საავტორო გადაცემასთან დაკავშირებით 8 ივლისს განთავსებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას.

განცხადების შინაარსი არ ყოფილა რაიმე ფორმით განხილული უნივერსიტეტის რომელიმე ორგანოსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითმმართველობის განცხადება არც სტუდენტთა საერთო პოზიციას გამოხატავს, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ ნაჩქარევად გავრცელებული განცხადება მალევე წაიშალა თვითმმართველობის მიერვე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულის თაობაზე კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუდმივ კავშირზე იყო მასმედიის ყველა დაინტერესებულ წარმომადგენელთან. სწორედ ამიტომ, ძალიან სამწუხარო და მიუღებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შემთხვევას არასწორი ინტერეპრეტაცია მიეცა და უარყოფით კონტექსტში განივრცო მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტზე.

კავკასიის უნივერსიტეტი მისი დაარსებიდან დღემდე არის უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ორგანიზაცია. ეს ფასეულობათა სისტემა უდევს საფუძვლად მის საგანმანათლებლო საქმიანობას, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და განვითარების ხედვას. შესაბამისად, ვერცერთი ცალკეული პიროვნების მოსაზრება თუ უპასუხისმგებლო გამონათქვამი ვერ მიაყენებს ჩრდილს უნივერსიტეტის საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები