26 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ვერ უძლებს კრიტიკას - ჯანეზაშვილი 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრები ინფორმაციის გასაჯაროებას დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ პროცესი ჩაკეტილია და ინფორმაციას ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ იღებს. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„საბჭო ყოველთვის იყო ჩაკეტილი სტრუქტურა და ეს პროცესი მიდის სრულიად ჩაკეტილად. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ვერ უძლებს კრიტიკას. ცდილობენ, რომ არც შეიძლება დახურული ფორმატი ამჯობინონ, ნაცვლად იმისა, რომ გახსნან პროცესი და საზოგადოებისგან მოისმინონ კრიტიკა თუნდაც იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საბჭოში არიან წარმოდგენილები,"-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები