04 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები - ირაკლი ღლონტი საქალაქო სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იმყოფება

პარტია "კანონი და სამართლის" აღმასრულებლები მდივანი, ირაკლი ღლონტი საქალაქო სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იმყოფება.

სამართალდამცველებს მასთან 20 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები. ირაკლი ღლონტმა, გამოკითხვაზე შესვლამდე მედიისთვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შეკითხვები სისხლიან ღამესთან დაკავშირებით მასაც აქვს.

„ეს იყო თავიდან ბოლომდე სრულიად თავისუფალი მოქალაქეების თვითორგანიზებული ანტისაოკუპაციო მიტინგი და შესაბამისად, მე მართალია, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, სამართალმცოდნე, გამოვცხადდი გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, თუმცა მე იქეთ მაქვს შეკითხვები გამოძიებასთან, იქეთ მაქვს შეკითხვები მინისტრ გახარიასთან, ოლიგარქ ივანიშვილთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, მე ჩემს კოლეგებთან და საზოგადოებასთან ერთად, დავუსვამ შეკითხვებს, რა საჭირო იყო პოლიციის კორდონის მოწყობა გაბრაზებული ხალხის, ემოციური ქართველი ხალხის წინაშე, როცა ლითონის კარებით არის დაცული საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუცია, პარლამენტი,“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა. 

დღის ამბები