02 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
გახარია შიშობს, რომ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, საბანაძე მის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას - გიორგი კაპანაძე

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახაბერ საბანაძეს შორის მწვავე დაპირისპირების შესახებ presa.ge წერს. ინტერნეტ-პორტალის ინფორმაციით, გავრილოვის ღამის ავტორს, "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული მისი პირველი მოადგილის ინტერვიუს ის ნაწილი არ მოეწონა, სადაც საბანაძე მიტინგის დარბევამდე აქციის მონაწილეების გაფრთხილების თაობაზე განსხვავებულად საუბრობს. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ ინტერვიუს საშუალებით, გახარიამ ჩათვალა რომ საბანაძემ, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა ჟურნალისტს და მინისტრის მხრიდან პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა დაადასტურა.

"დაპირისპირება მდგომარეობს იმაში, რომ რასაც ამტკიცებდა ბატონი გახარია, უარყო საბანაძემ რითაც ფაქტობრივად დაადანაშაულა გახარია სისხლის სამართლის დანაშაულში და პოლიციის შესახებ კანონის დარღვევაში. დრეს უკვე ბატონი გახარია თავის გარემოცვასთან საუბარისას შიშობს იმის შესახებ, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ბატონმა საბანაძემ შეიძლება მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, რაც არ არის გამორიცხული, რადგან როგორც ჩანს საბანაძე ცდილობს თავისი ტყავის გადარცჩენას,"-აცხადებს "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" (CIMG) დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კაპანაძე. 

დღის ამბები