02 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
20 ივნისის აქცია - დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს - ცოტა ხნის წინ, გახარიას უწყებამ 20-21 ივნისის აქციის კიდევ 3 მონაწილე დააკავა. ერთ ერთი მათგანი, ლევან ჯიქური წინასწარი დაკავების იზოლატორში შეუძლოდ გახდა და ის ახლა ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.  რა გახდა ჯიქურის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან. დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი მათგანი ბრალდებას,რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

 

დღის ამბები