26 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე და გახარებული რუსეთი

„ქიბარ ხალვაშისთვის ტელეარხის გადაცემის შემდეგ, ნიკა გვარამია მოხსნეს „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორობიდან“- (რია ნოვოსტი),

„გვარამიას გათავისუფლებას წინ უსწრებდა წილების გაფორმება ხალვაშზე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წელს აღიარა კანონიერ მფლობელად“, (სააგენტო ტასი) - ამ სათაურებით აქვეყნებდა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია.

„რუსთავი 2“ სამი დღის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ევროსასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსული მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.

მანამდე კი რუსი დეპუტატები საერთოდ „რუსთავი 2“-ისთვის სახელის შეცვლაზეც მსჯელობდნენ და ერთ-ერთ ინიციატივად „ბაგრატიონ 1“-იც გახმოვანდა.

ივნისის ბოლოს, სანამ თბილისის ცენტრში ბავშვებს თვალებს თხრიდნენ, ევროსაბჭოში რუსეთს ხმის მიცემის უფლება აღუდგინეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლების დაბრუნებას რუსეთი მალე ალბათ უფრო დიდი რიხით აღნიშნავს.

რუსეთს, რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში უანგარო მეგობრები ჰყავს და ალტრუისტი მოკავშირეები. ამიტომ "რუსთავი ორის" გასხვისების გამო გაზეთმა "ვზგლიადმა" კომენტარი სხვა არავის სთხოვა, გარდა პეტრე მამრაძისა.

სტრასბურგის სასამართლო, რომელიც ევროსაბჭოს ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამ გადაწყვეტილებით არ დასრულებულა. ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო.

დღის ამბები