23 ოქტომბერი 2019,   05:11
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი 20-21 ივნისის საქმეზე დააკავეს. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. 

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, არის, როგორც ყოველთვის, პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი,“ - ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა გააკეთა.

ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ ციხიდან წერილი გამოაგზავნა. 

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც "რუსთავი 2-ს" და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩუმებს,“ - წერია ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილში.

 

დღის ამბები