26 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
დონალდ ტრამპი ფრანგულ ღვინოზე საბაჟო გადასახადის დაწესებას აანონსებს

დონალდ ტრამპი ფრანგულ ღვინოზე საბაჟო გადასახადის დაწესებას აანონსებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქციაზე ბაჟის დაწესებას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ინიციატივით, საფრანგეთი უცხოურ კომპანიებს, რომელთა წლიური შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება, საბაჟო გადასახადს უწესებს.

ახალი რეგულაცია 30-მდე კომპანიას ეხება, მათ შორის უმეტესობა ამერიკული კომპანიებია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფრანგ კოლეგასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ამერიკული ბიზნესის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

მან მომხმარებლებიც დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკული ღვინოები ფრანგულ პროდუქციას ბევრად ჯობია.

დღის ამბები