02 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა

ზუგდიდში 72 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ისინი მამაკაცის 9 მეტრის სიღრმიდან ამოყვანას ცდილობენ.

მამა-შვილი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და 72 წლის მამაკაცი შიგნით მოიყოლა. მისი შვილი შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში 72 წლის მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.

 

დღის ამბები